კახა ჩხეტიანი - ძლიერი მეტოქე შეგვხვდა
კახა ჩხეტიანი - ძლიერი მეტოქე შეგვხვდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოს” მოლდოვას ჩემპიონი “შერიფი” დაუპირისპირდება.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულებულ წილისყრაზე კომენტარი “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

„სავარაუდო მეტოქეებიდან სუსტი მხოლოდ “ნიუ საინთსი” იყო, ყველა დანარჩენი სოლიდური მეტოქე გახლდათ, მათ შორის “შერიფი”. ეს გუნდი შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა და ჯგუფში, სადაც მოსკოვის “ლოკომოტივი” და “კოპენჰაგენი” გამოდიოდნენ, ცხრა ქულა დააგროვა. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ იყო. გუნდში 15 ლეგიონერი ჰყავთ და ახლა მოლდოვას ჩემპიონატში ლიდერობს. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. პირველი თამაში ქუთაისშია და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ. მატჩამდე მცირე დროა და გაძლიერება აუცილებელია და ამას შევეცდებით. ევროტურნირებზე საქართველოს წარმოვადგენთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ეს ბარიერი რომ გადავლახოთ“, – ამბობს ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი 10 ივლისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 17 ივლისს ტირასპოლში.