კახა ბუხრაძის განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში რჩება საგუშაგოები, სადაც შსს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას გააკონტროლებს
კახა ბუხრაძის განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში რჩება საგუშაგოები, სადაც შსს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას გააკონტროლებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან, ბათუმსა და ქუთაისში, ავტოტრანსპორტით შესვლა-გამოსვლის შეზღუდვები იხსნება, თუმცა ადგილზე რჩება გამშვები პუნქტების საგუშაგოები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გააკონტროლებს კომენდატის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას, – ამის შესახებ  საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან, ბათუმსა და ქუთაისში, ავტოტრანსპორტით შესვლა-გამოსვლის შეზღუდვები იხსნება. ადგილზე რჩება გამშვები პუნქტების საგუშაგოები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გააკონტროლებს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას. ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავს, აღნიშნული შეზღუდვები არ იხსნება“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ხვალიდან ყველა სახის შეზღუდვა იხსნება.