კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

დატოვე კომენტარი