კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს აბონენტებისთვის ნომრის პორტირება გაამარტივა
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს აბონენტებისთვის ნომრის პორტირება გაამარტივა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას აბონენტების ნომრის პორტირების გამარტივებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი წესები დაამტკიცა.

„განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, არსებული ნომერი ტექნოლოგიის ცვლილების მიუხედავად შეინარჩუნონ“, – აღნიშნა ბექაურმა.