კახა ბექაური -  გვინდა, მესამე სრულფასოვანი ოპერატორი იყოს ბაზარზე, ამიტომ მოვუწოდებთ „ბილაინს“, განვითარდეს
კახა ბექაური -  გვინდა, მესამე სრულფასოვანი ოპერატორი იყოს ბაზარზე, ამიტომ მოვუწოდებთ „ბილაინს“, განვითარდეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს და „ბილაინს” გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვინდა, მესამე სრულფასოვანი ოპერატორი იყოს ბაზარზე, რომ კონკურენციაც გაიზარდოს. ამიტომ მოვუწოდებთ „ბილაინს“, რაც შეიძლება მალე მანაც მოახდინოს ბაზარზე ფიქსირებული ინტერნეტ აქტივების კონსოლიდირება, იმისთვის, რომ სრულყოფილი მესამე ოპერატორი არსებობდეს, განვითარდეს და ჩვენ ამაში „ბილაინს“ ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ განახორციელებს და კონკურენციაში არ შევა, ბაზრის წილს დაკარგავს.

„თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში. ამასთან, არ დგას იმის საფრთხე, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ. ამისთვის კომისიას საკმარისი ბერკეტები გააჩნია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.