კახა ბექაური - გასულ წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 1 080 000 შეადგინა
კახა ბექაური - გასულ წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 1 080 000 შეადგინა

საქართველოს პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას კახა ბექაურმა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 080 000 შეადგინა.

„2021 წელთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 70.6 ათასით გაიზარდა, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს. ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან უკვე 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებში ინტერნეტი სრულად გახდება ხელმისაწვდომი.