კახა ბექაური - 2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი ჰყავდა
კახა ბექაური - 2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი ჰყავდა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, მობილური ინტერნეტის მოხმარებაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, გასულ წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 350 ათასი აბონენტით მეტია და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო.

სიტყვით გამოსვლისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით მეტია.