კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეშია, კვერნაძის „ფროზინონემ“ ლიდერებში აინაცვლა #1TVSPORT
კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეშია, კვერნაძის „ფროზინონემ“ ლიდერებში აინაცვლა #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „კატოვიცეს“ ესტუმრა და 3:0 სძლია. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ტრადიციულად, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და მაღალი შეფასება მიიღო (7,2).

პოლონეთში კიდევ ერთი ქართველის გუნდმა ითამაშა – სანდრო კალანდაძის პლოცკისვისლა“ საშინაო არენაზე „იაგელონიას“ დაუპირისპირდა და 82-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი მოედანზე შეცვლაზე (84-ე წუთზე) გამოჩნდა.

კრაკოვია“ 8 ტურის შემდეგ 17 ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო პლოცკისვისლამ“ (16) მისი გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა და „იაგელონიასთან“ (16) უპირატესობაც გაანიავა.

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ საკუთარ სტადიონზე „სუდტიროლს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა 2:2. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მასპინძელთა შემადგენლობაში 69 წუთი ითამაშა და კარგი შეფასება (7,1 ქულა) დაიმსახურა. „ფროზინონე“ კი 4 ტურის შემდეგ 8 ქულით მეორე პოზიციაზეა.