კაიროში აშშ-ის საელჩოსთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას გეგმავდა
კაიროში აშშ-ის საელჩოს მახლობლად დააკავეს მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News Arabia ეგვიპტის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას გეგმავდა.
ინციდენტი ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში მოხდა, გარდენ სიტის სიახლოვეს, სადაც ამერიკული დიპლომატიური მისიის კომპლექსია განთავსებული. ამჟამად რაიონს პოლიციის დამატებითი ძალები იცავს.
აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს მოუწოდებს, დიპლომატიურ უწყებაში მისვლისგან თავი შეიკავონ.