კაირი ირვინგმა „ბრუკლინში“ დაბრუნების პროცედურა დაიწყო #1TVSPORT
კაირი ირვინგმა „ბრუკლინში“ დაბრუნების პროცედურა დაიწყო #1TVSPORT

„ბრუკლინმა“ და ვარსკვლავმა გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა დაიწყეს მოთამაშის გუნდში დაბრუნების პროცესი, – დაწერა თავის „ტვიტერში“ გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერმა შემს ჩარანიამ.

ამჟამად, ირვინგი კორონავირუსზე ტესტირებას გადის. მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია.

დღეისთვის, „ბრუკლინში“ სერიოზული პრობლემებია კორონავირუსის პროტოკოლიდან გამომდინარე. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს ირვინგის გასვლით თამაშებში გამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი უარს ამბობს აცრაზე, ამიტომაც, ნიუ იორკში COVID-19-ზე მოქმედი წესების თანახმად, ირვინგს არ შეუძლია „ნეტსის“ საშინაო თამაშებში მონაწილეობა. კლუბი შემადგენლობაში მის დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ ის ყველა მატჩში იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ამ მომენტისთვის, „ბრუკლინიდან“ კარანტინში იმყოფება შვიდი კალათბურთელი: ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი, დეანდრე ბემბრი, ჯევონ კარტერი, ჯეიმს ჯონსონი, პოლ მილსეპი და ბრიუს ბრაუნი.