კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და სხვა სპორტის წარმომადგენლებმა ლეგენდარულ მოთამაშის ხსოვნას პატივი სხვადასხვაგვარად მიაგეს.
„ბრუკლინის” ერთ-ერთი ლიდერი, კაირი ირვინგი როგორც ცნობილია, კობისთან მეგობრობდა. „ნეთსის” გამთამშებელმა „დეტროიტთან” მოგებული მატჩის შემდეგ „ესპნ-ს” (ESPN) ინტერვიუ მისცა და კობიზე ისაუბრა:
„სიტყვებით ძნელი სათქმელია თუ როგორი დიდი ტრაგედია მოხდა. მე ამ ინტერვიუსთვის ვემზადებოდი. თავიდან არ შემეძლო არაფრის თქმა იმდენად უიმედოდ და დაცარიელებულად ვგრძობდი თავს…”