კაირი ირვინგი - არ მაინტერსებს, ვინ რას იტყვის, კობი ლიგის ლოგოზე უნდა იყოს
ერთი წლის წინ, როდესაც ლეგენდარული კობი ბრაიანტი ტრაგიკულად ავიაკატასტროფაში დაიღუპა, აქტუალური იყო საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააფასოს ლიგამ ბრაიანტი და რა ნაბიჯით სცეს პატივი მის ხსოვნას და დამსახურებებს.
პირველი, რაც ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ გააკეთა იყო ის, რომ „ყველა ვარსკვლავის“ (ALL STAR) მატჩის MVP-ის ჯილდოს კობის სახელი დაერქვა. ასევე შემუშავდა ახალი სისტემა და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის ბოლო მეოთხედი ბრაიანტის საპატივცემულოდ 24 ქულამდე გრძელდება.
აგრეთვე, ბევრი მიიჩნევდა და დღემდე მიიჩნევს, რომ ლიგის ლოგო უნდა შეიცვალოს და ჯერი ვესტის ნაცვლად კობი გამოისახოს. გუშინ „ბრუკლინის” კალათბურთელმა კაირი ირვინგმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სწორედ აღნიშნულს ითხოვს.
„არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. შავმა მეფეებმა ააშენეს ლიგა!“
ჯერჯერობით ლოგოს შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ძალიან საეჭვოა.