კაია კალასმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარყო

11:35, 11.05.2026

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უარყო ვლადიმერ პუტინის წინადადება, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნა ცუდი არჩევანი იქნებოდა.

„პირველ რიგში, თუ რუსეთს ჩვენი სახელით მომლაპარაკებლის დანიშვნის უფლებას მივცემთ, ეს არც ისე გონივრული იქნება; მეორეც, ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი რანგის ლობისტი იყო. ამიტომ ნათელია, თუ რატომ სურს პუტინს, რომ ის იყოს ეს ადამიანი, რათა რეალურად ის მაგიდის ორივე მხარეს იჯდეს“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.

მსგავსი