კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით პიტ ჰეგსეთის განცხადებას უპასუხა - მკაცრი სიყვარული ჯობია უსიყვარულობას
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებებს უპასუხა.
„მაინც, ეს სიყვარულია, ამიტომ ჯობია უსიყვარულობას. თქვენ მოისმინეთ მისი გამოსვლა. ის საკმაოდ დადებითად იყო განწყობილი ევროპის მიმართ, ასე რომ, იქ ნამდვილად იგრძნობა გარკვეული სიყვარული“, – თქვა კალასმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში გამართულ კონფერენციაზე დელეგატებს განუცხადა, რომ ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს უბიძგებს, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე – ინვესტიცია ჩადონ საკუთარ თავდაცვაში.
„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ისინი წინ მიიწევენ“, – თქვა მინისტრმა და პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს „სამაგალითო მოკავშირეები“ უწოდა.