კაია კალასმა და აბას არაღჩიმ შეხვედრისას აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების, ასევე ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის დიპლომატიური პერსპექტივები განიხილეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ შეხვედრა გამართეს.
კაია კალასის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის დიპლომატიური პერსპექტივები განიხილეს.
მისი თქმით, ომამდე სრუტეში გავლისთვის არანაირი გადასახადი ან მოსაკრებელი არ იყო და არც ომის შემდეგ უნდა არსებობდეს.
„ნაოსნობა უნდა იყოს თავისუფალი და შეუფერხებელი როგორც ჰორმუზის სრუტეში, ისე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. ასევე დავაყენე ირანის შიგნით არსებული რეპრესიების საკითხი, მათ შორის სიკვდილით დასჯისა და სასიკვდილო განაჩენების მკვეთრი ზრდა“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
I met with Iranian Foreign Minister Araghchi on the sidelines of the UN General Assembly.
We addressed diplomatic prospects for ending the US-Iran war and fully re-opening the Strait of Hormuz. There were no tolls or fees for passage before the war, and there should be none… pic.twitter.com/u5ZqUMWCDz
— Kaja Kallas (@kajakallas) September 22, 2026