კაია კალასმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს – „ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“

17:13, 29.07.2026

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, –  ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო, რომელიც, მისი განცხადებით, მოსკოვმა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაააქტიურა.

„ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ, შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, იპოვონ გზა დიპლომატიასთან დაბრუნებისთვის და თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“, – წერს კალასი.

ამასთან, კალასმა დადებითად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი, რომლის მიზანიც დაძაბულობის შემცირება იყო.

„მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ამასთან, კალასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა.

„მოვუწოდე ირანს, დაასრულოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა. მოსკოვი უკრაინაში სულ უფრო მეტ მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს ზიანს, ხოლო ნებისმიერი სახის რესურსი, რომელსაც ის იღებს, ეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოკვლაში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი