კაია კალასი – უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზშია

10:56, 13.10.2026

უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზშია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებს რაც შეეხებათ, ევროკავშირის მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.

„უკრაინა, რა თქმა უნდა, ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზშია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვა და ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორები მონაწილეობენ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააღრმაონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კანდიდატ ქვეყნებთან, მათი პროგრესისა და ევროკავშირთან თავსებადობის საფუძველზე. ეს ნიშნავს მათ ინტეგრაციას ევროპულ თავდაცვით ჩარჩოებში, ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაფართოებას, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის უკეთ გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძალაში. დღეს მინისტრებს შორის იყო მხარდაჭერა უკრაინა-რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებთან დაკავშირებით ზავის თაობაზე, იმ პირობით, თუ მოსკოვი დაიცავს მას. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ვერ იმოქმედებს, თუ მას მხოლოდ ერთი მხარე დაიცავს. არსებობს მკაფიო გაგება, რომ ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო. სწორედ ამიტომ დღეს მინისტრებმა სასანქციო სიაში თითქმის 1 600-მდე ახალი პირი დაამტკიცეს, რაც მიმართულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე დიდი გაფართოება რუსეთის ომის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასის თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძალაში.

მსგავსი