კაია კალასი – სლავიანსკსა და კიევის ოლქზე დარტყმების საპასუხოდ, ჩვენ რუსეთის ელჩს გამოვიძახებთ და მე დამატებითი სასანქციო ზომების ინიციატივით გამოვალ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სლავიანსკსა და კიევის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს.
„რუსეთის დარტყმები კიევსა და სხვა რეგიონებზე განზრახ იწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და არა შემთხვევით“, – წერს კალასი კალასი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სლავიანსკში ლატვიის საკონსულოზე დარტყმა „ხაზს უსვამს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას“.
„დღევანდელი დარტყმების საპასუხოდ, ჩვენ რუსეთის ელჩს გამოვიძახებთ და მე დამატებითი სასანქციო ზომების შემოღების ინიციატივით გამოვალ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმართ“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სლავიანსკზე რუსული მხარის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ამასთან, კიევის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა დაახლოებით ასამდე პირი.
Russia’s indiscriminate attacks on Kyiv and other regions cause civilian casualties by design, not by accident.
The strike on Latvia’s Honorary Consulate in Slovyansk underscores Moscow’s utter disregard for international law. Latvia has our full support.
In response, we will…
— Kaja Kallas (@kajakallas) July 24, 2026