კაია კალასი - სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი ფასებს მომხმარებლებისთვის გაზრდის 
კაია კალასი - სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი ფასებს მომხმარებლებისთვის გაზრდის 

სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ და ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის და, საბოლოოდ, ყველაფრის გადახდა ჩვენ მოგვიწევს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში.

„ამერიკელებისგან ჩვენ ბევრ იარაღს ვყიდულობთ, მაგრამ საჭიროა აქ ვაწარმოოთ საბრძოლო მასალები და სხვა ნივთები, რომლებიც გვჭირდება, და ასევე გვქონდეს შესაძლებლობა, ვიყიდოთ სხვა მოკავშირეებისგან, რათა გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი“, – აღნიშნა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები „მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზულ დარტყმად“ შეაფასა და თქვა, რომ ევროკავშირი პასუხის გასაცემად მზად არის.