კაია კალასი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე პროგრესს დღეს არ ველოდები, გვექნება დისკუსია, რაზე უნდა ვესაუბროთ რუსებს
კაია კალასი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე პროგრესს დღეს არ ველოდები, გვექნება დისკუსია, რაზე უნდა ვესაუბროთ რუსებს

დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე პროგრესს არ ველოდები, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ დიპლომატები დღეს იმსჯელებენ რუსეთთან შესძლო დიალოგზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებების შემთხვევაში.

კალასის აზრით, ყველაზე მთავარი არის რუსეთისგან დათმობების მიღება.

„გვექნება დისკუსია უკრაინაზე. ხვალ არის ამ საშინელი ომის მეოთხე წლისთავი. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ყველამ იცით, ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება, თუმცა, ცხადია, წინ წაწევას ვეცდებით. ასევე გვექნება დისკუსია, რაზე უნდა ვესაუბროთ რუსებს. ცხადია, ამ დრომდე სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით ზეწოლა ხორციელდებოდა უკრაინაზე და ცხადია, რუსულ მხარეზე უნდა იყოს ზეწოლა, რადგან ისინი წარმოადგენენ აგრესორს ამ ომში. თუ გვსურს, ეს ომი შეჩერდეს და აღარ გაგრძელდეს ან გაფართოვდეს, მაშინ ჩვენ უნდა ვიხილოთ ასევე დათმობები რუსეთის მხრიდან. ჩვენ ასევე განვიხილავთ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით სესხს, როგორ უნდა წავწიოთ ეს წინ, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა კალასმა.