კაია კალასი – კიევზე რუსეთის თავდასხმა აჩვენებს ესკალაციის გაცნობიერებულ არჩევანს და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვას
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
როგორც კალასი აღნიშნავს, რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო ეძებს გზას მშვიდობისკენ, რუსეთი პასუხობს რაკეტებით. ღამის თავდასხმა კიევზე აჩვენებს ესკალაციის გაცნობიერებულ არჩევანს და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მკვლელობები და დაიწყოს მოლაპარაკებები“, – წერს კაია კალასი.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.
While the world seeks a path to peace, Russia responds with missiles.
The overnight attack on Kyiv shows a deliberate choice to escalate and mock the peace efforts.
Russia must stop the killing and negotiate.
— Kaja Kallas (@kajakallas) August 28, 2025