კაია კალასი - რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა საცხოვრებელ ზონაში, რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული
კაია კალასი - რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა საცხოვრებელ ზონაში, რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი რუსეთის მიერ კრივოი როგზე თავდასხმას გმობს.

„რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. დაღუპულია, სულ მცირე, 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, – წერს კაია კალასი X-ზე.