კაია კალასი - რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმია
კაია კალასი - რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმია

რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  აია კალასმა კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია საჰაერო სივრცის დარღვევებზე ევროკავშირს მტკიცე პასუხი ჰქონდეს.

„რუსეთის მხრიდან ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეღწევა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ტოლფასია. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ახდენს ესკალაციას სხვადასხვა სახის შეჭრით. ამაზე აუცილებელია მტკიცე პასუხი გვქონდეს“, – განაცხადა კალასმა

ცნობისთვის, გასულ თვეს პოლონეთსა და ესტონეთში განაცხადეს, რომ რუსულმა დრონებმა და თვითმფრინავებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დანიაში კი რამდენჯერმე შენიშნეს ამოუცნობი დრონები.