კაია კალასი – რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული თავდასხმებით ატერორებს
რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული თავდასხმებით ატერორებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
კაია კალასმა რუსეთის ქმედებებს ტერორისტული აქტი უწოდა.
„ეს არის საზარელი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი იყენებს „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, სისტემებს, რომლებიც ბირთვული ქობინების გადასატანად არის განკუთვნილი. ეს არის პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვულ ზღვარზე უგუნური თამაში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების გზებს განიხილავენ.
Russia hit a dead-end on the battlefield, so it terrorizes Ukraine with deliberate strikes on city centres.
These are abhorrent acts of terror meant to kill as many civilians as possible.
Moscow reportedly using Oreshnik intermediate-range ballistic missiles – systems designed…
— Kaja Kallas (@kajakallas) May 24, 2026