კაია კალასი – პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო, უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს უკრაინის დამორჩილებას

15:02, 14.09.2026

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ პოლონეთის საზღვართან რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა „დასავლური სამყაროსთვის გზავნილი“ იყო. ამის შესახებ კაია კალასმა ფინეთში ევროპის არქტიკული სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, ანუ უკრაინის დამორჩილებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

მსგავსი