კაია კალასი – ნატო-ს ისტორიული სამიტის წინ ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თურქეთს ევროპულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს

01:27, 30.06.2026

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი ალიანსისთვის რთულ და გადამწყვეტ დროს ტარდება და წევრ ქვეყნებს შორის ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

კალასის თქმით, ნატო-ს დღის წესრიგში მთავარი საკითხებია თავდაცვის წარმოების გაზრდა, შეკავების შესაძლებლობებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება. მისი განცხადებით, ევროკავშირს არ აქვს მიზანი, რომ ცალკე ევროპული არმია შექმნას, რადგან წევრ ქვეყნებს უკვე ჰყავთ ეროვნული შეიარაღებული ძალები, რომლებიც ნატო-ს საერთო თავდაცვის სისტემის ნაწილია.

კალასმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომიდან მიღებულ გამოცდილებას, განსაკუთრებით თავდაცვისა და ახალი სამხედრო ტექნოლოგიების მიმართულებით.

თურქეთის შესახებ საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროპულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„თურქეთს აქვს ძალიან, ძალიან გამორჩეული როლი ევროპულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობაში“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, თურქეთი არის ნატო-ს მეორე უდიდესი არმიის მქონე ქვეყანა და აქვს თავდაცვის ძლიერი ინდუსტრია.

„თურქეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – აღნიშნა კაია კალასმა.

მსგავსი