კაია კალასი - მოკავშირეების მხრიდან აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა
კაია კალასი - მოკავშირეების მხრიდან აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა

ჩვენი მკაფიო გზავნილია ყველა უკრაინელისთვის, რომ მხარს გიჭერთ ყველა შესაძლებელი გზით, ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მოკავშირეების მხრიდან აუცილებლად საჰაერო თავდაცვის მიწოდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ჩვენი მკაფიო გზავნილია ყველა უკრაინელისთვის, რომ მხარს გიჭერთ ყველა შესაძლებელი გზით. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მოკავშირეების მხრიდან აუცილებლად საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რომ უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა, რადგან რუსეთი ახდენს ესკალაციას, რომ დააზარალოს მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ მსხვერპლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.

10 ოქტომბერს დილით, რუსეთმა ინტენსიური სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი.