კაია კალასი - მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ
კაია კალასი - მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ

მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად მომდევნო შეხვედრების დროსაც განიხილავენ.

„მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კალასმა.