კაია კალასი – კრივოი როგზე თავდასხმა მოსკოვის მიერ წამოწყებული ომის სრულ ამორალურობაზე მეტყველებს, რუსეთი ცდილობს, უკრაინული ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადოს

14:27, 22.08.2026

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთის მიერ კრივოი როგზე თავდასხმა დაგმო.

კალასის თქმით,  ეს თავდასხმა მოსკოვის მიერ წამოწყებული ომის „აბსოლუტურ და სრულ ამორალურობაზე“ მეტყველებს.

„ეს არის მიზანმიმართული ტერორი. რუსეთი ცდილობს, უკრაინული ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადოს“, –  წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს მანამ, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სფეროში, დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ორ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება“, – განმარტავს კაია კალასი.

ცნობისთვის, რუსული მხარის მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-ამდე გაიზარდა. დაშავებულია 130 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი.

მსგავსი