კაია კალასი – ისრაელელი მძევლების ფოტოები შემაძრწუნებელია და აჩვენებს „ჰამასის“ ბარბაროსობას
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ისრაელელი მძევლები არიან ნაჩვენები, შემაძრწუნებელია.
„ისრაელელი მძევლების სურათები შემაძრწუნებელია და აჩვენებს „ჰამასის“ ბარბაროსობას. ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ. „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და დაასრულოს თავისი მმართველობა ღაზაში. ამავდროულად, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვისაც სჭირდება“, – წერს კალასი X-ზე.
ცნობისთვის, მანამდე „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ისრაელელი მძევალი, რომელიც უკიდურესად გამხდარია. როგორც ისრაელის მედია წერს, ეს ვიდეო ასახავს, თუ რამდენად მძიმე პირობებში არიან მძევლები.
The images of Israeli hostages are appalling and expose the barbarity of Hamas. All hostages must be released immediately and unconditionally.
Hamas must disarm and end its rule in Gaza.
At the same time, large-scale humanitarian aid must be allowed to reach those in need.
— Kaja Kallas (@kajakallas) August 3, 2025