კაია კალასი – ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად
ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს. ეს არის დიდი დიპლომატიური მიღწევა და რეალური შანსი, დასრულდეს დამანგრეველი ომი და გათავისუფლდეს ყველა მძევალი. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად“, – წერს კალასი.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. „ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
The agreement on the first phase of the Gaza peace deal marks a significant breakthrough.
This is a major diplomatic accomplishment and a real chance to end a devastating war and release all the hostages.
The EU will do what it can to support its implementation.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 9, 2025