კაია კალასი - გაყინული აქტივების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ, წარმოუდგენელია, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ეს ფული კრემლს დავუბრუნოთ, თუ რეპარაციები არ გადაიხადა
კაია კალასი - გაყინული აქტივების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ, წარმოუდგენელია, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ეს ფული კრემლს დავუბრუნოთ, თუ რეპარაციები არ გადაიხადა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთს გაყინული აქტივები არ უნდა დაუბრუნდეს რეპარაციების გადახდის გარეშე, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაშიც კი.

კაია კალასმა ამის შესახებ  კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებები ორ საკითხს შეეხება, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას.

„საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გვექნება. თემა ბევრია, თუმცა არაფორმალური შეხვედრაა და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. უპირველესად, ვისაუბრებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. ბევრი დიპლომატიური ძალისხმევა არსებობდა ზელენსკისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის. ამის გამო გაყინული აქტივების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ. აქ დადებითი და უარყოფითი მხარეებია, რისკებიც არსებობს. წარმოუდგენელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ეს ფული რუსეთს დავუბრუნოთ, თუ რეპარაციები არ გადაიხადა. ახლო აღმოსავლეთზეც ვისაუბრებთ, იქაც ბევრი რამ ხდება. განვიხილავთ ღაზაში ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – აღნიშნა კაია კალასმა.