კაია კალასი - გამოვდივართ მოწოდებით, გაერო-ს წესდების გათვალისწინებთ, აშშ-მა გადახედოს პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას
კაია კალასი - გამოვდივართ მოწოდებით, გაერო-ს წესდების გათვალისწინებთ, აშშ-მა გადახედოს პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას

ევროკავშირმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უართან დაკავშირებით და აღნიშნული საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის პოზიცია ერთსულოვანია.

„გაერო-სა და მისი მასპინძელი სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებების გათვალისწინებით, ჩვენ, ყველანი გავცემთ მოწოდებას ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების გათვალისწინებით“, – აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის,  აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. „ბიბისის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასსა და კიდევ 80 პალესტინელ ოფიციალურ პირს, რომელთაც აშშ-ის ვიზები გაუუქმდათ.