კაია კალასი ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვას ითხოვს
კაია კალასი ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვას ითხოვს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვა.

ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ორ რეგიონს შორის.

„ისრაელმა უნდა მოხსნას ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა. სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა კაია კალასი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეთანხმების გადახედვის შესახებ დისკუსია თავდაპირველად ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა.

ცნობისთვის, მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 11-დღიან ბლოკადას.