კაია კალასი – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა

15:06, 30.06.2025

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი წერს მიკრობლოგ X-ზე.

როგორც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი აღნიშნავს, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.

„ყველა სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, – წერს კალასი.

 

მსგავსი