კაია კალასი – ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ
დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რათა რუსეთის ლიდერებმა პასუხი აგონ მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი როლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.
„დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რომელიც რუსეთის ლიდერებს უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომში მათი როლის გამო გაასამართლებს. ამ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დაუსჯელობა შეუძლებელია“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.
Today, the EU provided the first €10 million for a new Special Tribunal to prosecute Russian leaders for their role in Moscow’s war against Ukraine.
Russia’s leaders are responsible for this war, and they must be held accountable. There can be no impunity.
A pleasure to… pic.twitter.com/Sm8JpF9vdL
— Kaja Kallas (@kajakallas) January 22, 2026