კაია კალასი – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობებზე შეთანხმდნენ

16:58, 25.09.2026

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობებზე შეთანხმდნენ, ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავი რუსეთისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული ფინანსები სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას მოხმარდება.

კალასის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო თანახმაა, თავისი წილი დაფინანსება უკრაინას გადასცეს.

„900 მილიონი ევრო ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვისაა განკუთვნილი.  მილიარდი ევრო აღჭურვილობის ახალი ერთობლივი შესყიდვის დასაფინანსებლად იქნება განკუთვნილი. ხოლო 4.7 მილიარდი ევრო წევრი სახელმწიფოებისთვის გადახდას მოხმარდება, ზოგიერთი მათგანი უკვე აცხადებს, რომ თავის წილს უკრაინას გაუზიარებს. მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის დაშინებას ცდილობს, რათა მან უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს. ევროპა კი საპირისპიროს აკეთებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი