კაია კალასი - ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის
კაია კალასი - ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის

ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა ერევანში ვიზტისას განაცხადა, სადაც ის დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზონიანს შეხვდა.

„ევროკავშირი მოხარულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესით. ცხადია, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ამ პროცესის დასრულება რაც შეიძლება მალე. იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენ გვჭირდება მეტი სტაბილურობა. ეს საკთხი წამოვჭერი ჩემი ვიზტისას ბაქოში. ეს ასევე არის ევროკავშირის ინტერესებში, როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე და სხვადასხვა შესაძლებლობაზე, რომლებიც არსებობს ორივე ქვეყნისთვის და ასევე ევროპისთვის. მაგალითისთვის, დაკავშირება ცენტრლურ აზიასთან. ევროკავშირის ინტერსებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა კალასმა.