კაია კალასი – ევროკავშირი ყოველთვის აცხადებდა, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება, მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია, მიგვიყვანოს მდგრად გადაწყვეტამდე
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის. რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკი სახიფათოდ მაღალია. დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა: ირანს არასდროს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება. მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია, მიგვიყვანოს მდგრად გადაწყვეტამდე. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს“, – წერს კაია კალასი.
Spoke with Iranian FM @araghchi. Risk of further escalation in the region is dangerously high. Diplomacy must prevail. The EU has always been clear: Iran must never be allowed to acquire a nuclear weapon. Only diplomacy can lead to a lasting solution. The EU is ready to support.
— Kaja Kallas (@kajakallas) June 14, 2025