ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს
ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჰიბრიდული ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ კრემლის სამიზნე ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებაა. ჩვენი პასუხია: იყავით ღია და გამოავლინეთ მათი მეთოდები. ეს არის გზა, რათა შევაჩეროთ მავნე ქმედებები და გავხდეთ გამძლეები“, – წერს კალასი.
როგორც ცნობილია, დაკავებულები რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდნენ და მათი მიზანი ესტონეთის საზოგადოებაში შიშისა და დაძაბულობის შექმნა იყო.
Estonia has successfully stopped a hybrid operation by Russia’s security services on our territory.
We know the Kremlin is targeting all of our democratic societies.
Our answer: be open and reveal their methods. This is the way to deter harmful actions and make us resilient.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 20, 2024