კაია კალასი - ერ-რიადში მოლაპარაკებების შემდეგ ვესაუბრე მარკო რუბიოს, აშშ-თან ერთად მუშაობით შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით
კაია კალასი - ერ-რიადში მოლაპარაკებების შემდეგ ვესაუბრე მარკო რუბიოს, აშშ-თან ერთად მუშაობით შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა.

ამის შესახებ კალასი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალასი აღნიშნავს, აშშ-თან ერთად მუშაობით შესაძლებელია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა.

„ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვესაუბრე მარკო რუბიოს ერ-რიადში მისი მოლაპარაკებების შემდეგ. რუსეთი შეეცდება ჩვენს დაყოფას. ნუ გავებმებით მათ ხაფანგში. აშშ-თან ერთად მუშაობით ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით“, – წერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი.