კაია კალასი დამასკოში იმყოფება, სადაც ევროკავშირსა და სირიას შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს მართავს

16:36, 29.09.2026

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი დამასკოში ევროკავშირსა და სირიას შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სირიის მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი დამასკოში კაია კალასს შეხვდა.

მოლაპარაკებები „თიშრინის“ სასახლეში მიმდინარეობს და ევროკავშირსა და სირიას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ეხება.

გავრცელებული ცნობით, ევროკავშირი სირიის ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის აღდგენაში დაეხმარება.

მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით კაია კალასს სირიის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მიიღებს.

მანამდე, დამასკოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სირიის სოციალური და შრომითი საკითხების მინისტრ ჰინდ კაბვატს შეხვდა. კაბვატი სირიის ქრისტიანულ უმცირესობას წარმოადგენს და მთავრობის ერთადერთი ქალი წევრია.

მსგავსი