კაია კალასი – აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, რადგან ეს უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია

19:19, 10.08.2025

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოიწვევს შემდეგი ნაბიჯების განსახილველად.

„აშშ-ს აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი, სერიოზული მოლაპარაკებები გამართოს. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, რადგან ეს უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართალი ნათელია: ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის. შეთანხმება არ უნდა გახდეს რუსეთის შემდგომი აგრესიის პლაცდარმი უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კალასმა.

ამასთან, კალასის თქმით, მინისტრები ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

მსგავსი