კაია კალასი – არ უნდა ავყვეთ რუსეთის ნარატივს, თითქოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეშფოთება აქვთ

21:32, 10.11.2026

პარიზში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ რუსეთის ნარატივს, თითქოს უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

კაია კალასის თქმით, უკრაინისთვის ეს კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების განვითარების მიუხედავად, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება.

„არ უნდა ავყვეთ რუსეთის ნარატივს, თითქოს მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი აქვს. ნატო თავდაცვითი ალიანსია და რუსეთს არასდროს დამუქრებია. სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსების თავისუფლად არჩევის უფლების პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპებია და არა ვაჭრობის საგანი“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი