კაია კალასი - არ შეგვიძლია, საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლება მივცეთ თავს, ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, დემოკრატიის ფარს უკვე ვაშენებთ, ახლა დროა, მახვილი გავლესოთ
ჩვენ არ შეგვიძლია, საკუთარ თავს მივცეთ საინფორმაციო ბრძოლაში წაგების უფლება მივცეთ. ბრძოლის მოგებას ფარი და მახვილი სჭირდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ომი მხოლოდ ტანკებითა და დრონებით არ მიმდინარეობს და საინფორმაციო ომი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი ომები არა მხოლოდ ტანკებითა და დრონებით, არამედ ასევე ტყუილებითა და ალგორითმებით მიმდინარეობს. რუსეთი მხოლოდ წელს მილიარდებს დახარჯავს გავლენის კამპანიებზე. ჩინეთის საგარეო საინფორმაციო ოპერაციები სულ უფრო დახვეწილი და მზაკვრული ხდება. ჩვენ უკვე ვაშენებთ დემოკრატიის ფარს და ახლა დროა, მახვილი გავლესოთ. ეს ნიშნავს სწრაფი განგაშიდან და შეფასებებიდან ონლაინ მოწინააღმდეგეებზე უფრო მკაცრ რეაგირებაზე გადასვლას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ღირებულებებისა და ევროპის მხარდაჭერის უფრო მკაფიო კომუნიკაციის აუცილებლობა“, – განაცხადა კალასმა.