კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში კრიზისების გაღვივება იმ ძალებს აწყობთ, რომელთაც დასავლეთის ყურადღების გაფანტვა სურთ
კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში კრიზისების გაღვივება იმ ძალებს აწყობთ, რომელთაც დასავლეთის ყურადღების გაფანტვა სურთ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კრიზისების გაღვივება იმ ძალებს აწყობთ, რომელთაც დასავლეთის ყურადღების გაფანტვა სურთ. განცხადება ესტონეთის მთავრობის მეთაურმა, კაია კალასმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა შეხვედრისას გააკეთა.

„ახლო აღმოსაველთში კრიზისების გაღვივება სასარგებლოა იმ ძალებისთვის, რომელთაც სურთ ჩვენი ყურადღების გაფანტვა და ფრაგმენტაცია. ეს ასევე აწყობთ მათ, ვისაც სურს თავისუფალი სამყაროს ყურადღების გადატანა უკრაინის მხარდაჭერისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პოზიცია უფრო უნდა განვამტკიცოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ფართო მხარდაჭერა უკრაინისადმი, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.