კაია კალასი - აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს
კაია კალასი - აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს

აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი მოიცავს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის დროებით გაყინვას, ასევე იმ ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების დასანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი იყენებს შემოსავლების გენერირებისა და ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.

„სანქციები შეეხება ბანკებს, იარაღის მწარმოებელ კომპანიებს, ნავთობით მოვაჭრეებს, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და კრიპტოვალუტის სფეროში მოქმედ ოპერატორებს მესამე ქვეყნებში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.