კაია კალასი - აგრესორს თუ არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება, ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს
კაია კალასი - აგრესორს თუ არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება, ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს

ესტონეთის პრემიერ მინისტრი კაია კალასი აგვიტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კაია კალასის თქმით, ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას.

„14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს კალასი.