კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებიან.
„ვწუხვარ, რომ 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამასთან საკმაოდ ახლოს ვართ“, – განაცხადა კალასმა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ვერ იძლევა გარანტიას, თუ როდის დამტკიცდება სანქციების პაკეტი.
„ოთხშაბათს ჩვენი ელჩების კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება და მუშაობა გაგრძელდება, ვიდრე ყველაფერზე არ შევთანხმდებით. არაფერზეა შეთანხმება მიღწეული, ამიტომ ვერაფერს გამოვაცხადებ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კაია კალასის განცხადებით, „სანქციების პაკეტი უნდა იყოს ძლიერი“ რუსეთის მიერ მშვიდობიან უკრაინელებზე მიმდინარე თავდასხმების გამო.
„ჩვენი მიზანია, შეთანხმებას მივაღწიოთ. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ „გეგმა B-ზე მუშაობას დავიწყებთ. თუმცა ამჟამად ოთხშაბათისთვის „გეგმა A-ზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.