კაია კალასი აცხადებს, რომ ის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარს უპასუხებს, თუ ასეთი შესაძლებლობა მიეცემა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარს უპასუხებს.
კითხვაზე, უპასუხებდა თუ არა ზარს, პუტინი ან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რომ დაკავშირებოდა, კალასმა თქვა: „რა თქმა უნდა, ვესაუბრები. თუკი ასეთი შესაძლებლობა მომეცემა“.
კაია კალასმა გაიხსენა, როგორ იჯდა ლავროვთან ერთ მაგიდასთან, მაგალითად, აზიის ქვეყნების ორგანიზაციის, ASEAN-ისა და „დიდი ოცეულის“ (G20) შეხვედრებზე და პირდაპირ აცნობდა მას ევროკავშირის პოზიციას. მას მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი კრემლის პირობებით არ უნდა დაიწყოს.